რომან გოცირიძე - ჟიგიმანტას პავილიონისი პოლიტიკური კონტექსტის შესაბამისად მოიქცა, მისმა განცხადებებმა ზოგს თვალი აუხილა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე
რომან გოცირიძე - ჟიგიმანტას პავილიონისი პოლიტიკური კონტექსტის შესაბამისად მოიქცა, მისმა განცხადებებმა ზოგს თვალი აუხილა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

ჟიგიმანტას პავილიონისი მორალურად, პოლიტიკური კონტექსტის შესაბამისად მოიქცა, მისმა განცხადებებმა ზოგს თვალი აუხილა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

გოცირიძის თქმით, პავილიონისმა საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა.

პავილიონისი არის პოლიტიკოსი, ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და მისი განცხადებები შეიძლება უფრო რბილადაც ჩავთვალოთ, ვიდრე ამერიკის კონგრესში გაკეთებული განცხადებები. გაცილებით უფრო მძიმე, მწარე განცხადებები გაკეთდა როგორც ამერიკის კონგრესში, ასევე ევროპარლამენტში და სხვა პოლიტიკური ფიგურების მიერ. ეს ადამიანი მორალურად, პოლიტიკური კონტექსტის შესაბამისად მოიქცა და მისმა განცხადებებმა ზოგს საქართველოში მიმდინარე

პროცესებთან დაკავშირებით თვალი აუხილა. მისი ვიზიტი ამ კუთხით იყო ძალიან ნაყოფიერი. პოლიტიკოსის და მით უმეტეს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პირდაპირი მოვალეობაა პოლიტიკური შეფასების გაკეთება და მან არსებული ვითარება სწორად შეაფასა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს.