რომან გოცირიძე - დაგვიბრუნდა ისეთი სახის დანაშაულები, როგორიც იყო შევარდნაძის დროს - ქურდობა, მანქანების გატეხვა, ბინების გაძარცვა
რომან გოცირიძე - დაგვიბრუნდა ისეთი სახის დანაშაულები, როგორიც იყო შევარდნაძის დროს - ქურდობა, მანქანების გატეხვა, ბინების გაძარცვა

დაგვიბრუნდა ისეთი სახის დანაშაულები, როგორიც იყო შევარდნაძის დროს – ქურდობა, მანქანების გატეხვა, ბინების გაძარცვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უმრავლესობის ორ ლიდერს გაუტეხეს ბინა.

„შეგნებულად არ ვაცხადებთ, ერთი ამბავი ტელევიზიით გავიგეთ, ხოლო მეორეს აგარაკი გაუტეხეს საგურამოში. სტატისტიკურად დავთვალოთ ახლა თქვენი 113 კაციდან, ორს აქვე შეემთხვა ერთ თვეში დანაშაული, რა მდგომარეობაში იქნებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიმინალი, როდესაც თქვენ გაცილებით დაცულად გრძნობთ თავს, ვიდრე უბრალო ადამიანები. სამწუხაროა, რომ ინტერპელაციის პროცესი აი ასეთ სასაცილო ფარსად აქციეთ. შესავალიც კი ვერ მოვასწარი, მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლება დღეს ფაქტობრივად ვერ აუდის კრიმინალთან ბრძოლას, რადგან თავად არის კრიმინალის წამახალისებელი, თავად უწყობს ხელს ბიზნესის მიმართ კრიმინალის ჩადენას. ხელისუფლება ამ შემთხვევაში, არის მთავარი შემოქმედი ქვეყანაში არსებული ამ მძიმე ვითარებისა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს მამუკა ბახტაძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.