რომან გოცირიძე - დაბრუნდება აქციიდან ხალხი უკან და ინფექციის გავრცელების წყაროები გახდებიან სკოლებში, ბაღებში, სახელმწიფო დაწესებულებებში
რომან გოცირიძე - დაბრუნდება აქციიდან ხალხი უკან და ინფექციის გავრცელების წყაროები გახდებიან სკოლებში, ბაღებში, სახელმწიფო დაწესებულებებში

დაბრუნდება აქციიდან ხალხი უკან და ინფექციის გავრცელების წყაროები გახდებიან სკოლებში, ბაღებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“.

„რასაც ხელისუფლება სჩადის, არის დანაშაული. ჩამოიყვანა ძალდატანებით მთელი საქართველო თბილისში, ძირითადად, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები. დაბრუნდება ეს ხალხი უკან და ინფექციის გავრცელების წყაროები გახდებიან სკოლებში, ბაღებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, შეუქმნიან საფრთხეს საკუთარი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.

ხელისუფლება, რომელიც სასაკლაოზე ერეკება ხალხს, არის ბოროტი“, – წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქში“.