რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან
რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გოცირიძემ და დეკანოიძემ განაცხადეს.

პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იქნება.

პოლიტიკური ჯგუფის სახელი ჯერ ცნობილი არ არის. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური ჯგუფი საპარლამენტო მუშაობის თვალსაზრისით აქტიური იქნება.