რომან გოცირიძე - ჩვენი მიზანია, რომ პარტია დაზიანებული არ გამოვიდეს ამ პროცესიდან და არჩევნების შემდეგ ცივილიზებული, ევროპული ცხოვრების წესით გავაგრძელოთ მუშაობა
რომან გოცირიძე - ჩვენი მიზანია, რომ პარტია დაზიანებული არ გამოვიდეს ამ პროცესიდან და არჩევნების შემდეგ ცივილიზებული, ევროპული ცხოვრების წესით გავაგრძელოთ მუშაობა

ძალიან მალე დამთავრდება არჩევნები, არ იყო ეს პროცესი ადვილი, ტყუილი იქნება თქმა, რომ ამ არჩევნებით გამარჯვებული და გაძლიერებული გამოვა პარტია – არა, ჩვენი მიზანია, რომ პარტია არ გამოვიდეს დაზიანებული ამ პროცესიდან და არჩევნების შემდეგ ცივილიზებული, ევროპული ცხოვრების წესით გავაგრძელოთ მუშაობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, „დამარცხებულმა უნდა ჩამოართვას ხელი გამარჯვებულს, გამარჯვებულმა უნდა აღიაროს დამარცხებულის წარსული და მისი სამომავლო როლი პარტიაში“.

„30 წელიწადია დაპირისპირება  გვხდება ქართულ პოლიტიკაში. რამდენჯერ დაიშალა თუნდაც „ქართული ოცნება“ და რა ხდება თუნდაც სახელისუფლებო პარტიაში. არაფერი ისეთი არ ხდება, რაც არ მომხდარა საქართველოში. ჩვენ, სამწუხაროდ, ახლა ვსწავლობთ პოლიტიკური ცხოვრებისა და პარტიული დემოკრატიის წესებს, რომელთაც მოსდევს ხოლმე უსიამოვნო მომენტები. არ მინდა, რამე ისეთი კომენტარი გავაკეთო, რომელიც უფრო დაძაბავს ურთიერთობებს. დაე, როგორც იტყვიან, ღირსეულმა გაიმარჯვოს. ძალიან დიდი აქტივობაა. უკვე, თუ არ ვცდები, 15 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა სულ რაღაც ოთხ დღეში და ეს პირველი შემთხვევა იქნება საქართველოში, სადაც ყველაზე დაცული, ყველაზე ობიექტური ბლოკჩეინის სისტემით ალბათ 30, 40, 50 ათასი კაცი მიიღებს მონაწილეობას. ესეც უპრეცედენტო რაღაც იქნება. ასე რომ, ყველაფერი ათიოდე დღეში გაირკვევა“, – განაცხადა გოცირიძემ.