რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიულ ინტრიგებშია გახლართული
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიულ ინტრიგებშია გახლართული

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც ხვდება, რომ ძალაუფლებას ჰკარგავს, მარტო დარჩა და გაწირა ყველამ ვისაც კი ელემენტარული ჭკუა მოეკითხებოდა, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუს დროს 4-ჯერ ახსენა კაპიტანი გიგაური, ორჯერ მეტად შალვა შავგულიძე, ​უთვალავჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ და არც ერთხელ უხსენებია რუსეთი.

„ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიულ ინტრიგებშია გახლართული. მიატოვა საყვარელმა პოეტმა მაღრაძემაც კი და დარჩა დამწყები პოეტის თალაკვაძის ამარა. წამოცდა, რომ თურმე ანაკლიის პორტი წამგებიანია და მისი რენტაბელობა შეიძლება მიღწეული იყოს 30-40 წლის შემდეგ. ამას, რომ ინვესტორი მოისმენს, როგორ უნდა გაბედოს ანაკლიის პროექტში მონაწილეობა. მთლიანობაში ეს შიდა ინტრიგებზე, დაპირისპირებებზე და შიდა განცდებზე აგებული ინტერვიუ იყო. ჩვენ დავინახეთ, რომ ასეთ ვითარებაში, ამ საკადრო რესურსით, ფაქტობრივად, ამ ხელისუფლებას გარდაუვალი კრახი უწერია. ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს პერსპექტივა ნულია. ადამიანები, ვინც მან შემოიკრიბა და შერჩა უკიდურესად დაბალი კვალიფიკაციის. ეს ინტერვიუ იყო შემაშფოთებელი თუნდაც იმ კუთხით, რომ ხელისუფლება ხალხის სატკივარი ვერ ხედავს. მთავარ პრობლემად მიაჩნია ჟორჟოლიან, გედი, ბესელია, ნაცვლიშვილი, ზარდიაშვილი და თალაკვაძეს შორის ურთიერთობები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.