რომან გოცირიძე - არც უკრაინა გადმოსცემს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს და არც ამათ უნდათ მისი მიღება
რომან გოცირიძე - არც უკრაინა გადმოსცემს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს და არც ამათ უნდათ მისი მიღება

არც უკრაინა გადმოსცემს საქართველოს მიხეილ სააკაშვილს, არც ამათ უნდათ, რომ ის მიიღონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა”, რომან გოცირიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა, პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ვურჩიო, ხომ იცით, რომ სასაცილოა ეს ფაქტი. არც უკრაინა გადმოსცემს საქართველოს, არც ამათ უნდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი მიიღონ.

ამიტომ, მარტივი გამოსავალი არის რომელიმე ერთ-ერთ პიჯაკს, რომელიც უკვე ექსტრადირებულია, მიუსაჯონ და სასჯელად განუსაზღვრონ, რომ ატაროს ნუკრი ქანთარიამ ექვსი თვე ეს პიჯაკი. ამით ეს პრობლემა გადაიჭრება”, – განაცხადა გოცირიძემ.