რომან გოცირიძე - არ არის გამორიცხული, შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად უმრავლესობამ ოპოზიციას ხმები წააშველოს
რომან გოცირიძე - არ არის გამორიცხული, შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად უმრავლესობამ ოპოზიციას ხმები წააშველოს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი შეწყალების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ჩააგდებს, ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, არ არის გამორიცხული, კომისიის შესაქმნელად უმრავლესობამ ოპოზიციას ხმები წააშველოს.

„გადაჭრით არ შემიძლია ვთქვა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, რადგან ეს არ ვიცით. თუ პრეზიდენტის წინააღმდეგ იუსტიციის მინისტრის მწვავე განცხადებებს ვნახავთ, ისევე როგორც არაფორმალური მმართველის გაბრაზებას, არ არის გამორიცხული, ამ კომისიის შესაქმნელად უმრავლესობამ ოპოზიციას ხმები წააშველოს. თუ ეს არ მოხდება, პარლამენტში არის კიდევ ერთი გზა – იმპიჩმენტის გზა. დამთავრდება თუ არა იმპიჩმენტით, იმპიჩმენტის ინიცირება თავად მნიშვნელოვანი პროცესია. ეს არ არის უბრალო საქმე და, ფაქტობრივად, ასეთი ინიციატივის შემთხვევაში შეუძლებელია, ხელისუფლებამ აღნიშნული პროცესი მიაფუჩეჩოს“, – აღნიშნავს გოცირიძე.

დატოვე კომენტარი