რომან გოცირიძე აცხადებს, რომ უბარიერო პროპორციული არჩევნების კენჭისყრაზე მხარდაჭერის საკითხი ჯერ პარტიაში უნდა იყოს განხილული
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ უბარიერო პროპორციული არჩევნების კენჭისყრაზე მხარდაჭერის საკითხი ჯერ პარტიაში უნდა იყოს განხილული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივა, რომელიც უბარიერო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო კენჭისყრაში მონაწილეობას შეეხება, პარტიაში უნდა განიხილონ.

გოცირიძის თქმით, ამ დრომდე აღნიშნული საკითხი არ განხილულა.

„არ მინახავს ხათუნა სამნიძის განცხადება, წავიკითხავ, მაგრამ ჯერ ეს პარტიაში უნდა განვიხილოთ. მოვუსმენ და მერე გეტყვით“, -აღნიშნა გოცირიძემ.

„რესპუბლიკური პარტია“ მზადყოფნას გამოთქვამს, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს. სამნიძე განმარტავს, რომ მისი პარტია პარლამენტის ბოიკოტს გააგრძელებს, თუმცა მზად არის, ერთჯერადად, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.