რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამია შესრულებული
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამია შესრულებული

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამია შესრულებული, შვიდი კი – ნახევრად შესრულებული.

„საერთოდ შეუსრულებელია 17. ეს კანონი პირდაპირ მორგებულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ინტერესებზე.

დაფინანსებაც კი ისე არის გაკეთებული, რომ საერთოდ არ აინტერესებთ ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი არჩევნები. დაფინანსება მიბმულია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებთან, თითქოს და ქვეყანაში სხვა არჩევნები არ იყო. თითქოს და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები მეორე ხარისხოვანი ყოფილიყოს.

გაფუჭებულია მრავალი მიმართულებით, მათ შორის მაუწყებლობებთან დაკავშირებით. რეკლამა იქნება, თუ მრავალი სხვა მიმართულება, ფაქტობრივად ცენზურა შემოდის. აკონტროლებენ ეგზიტპოლებსა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას. გაუმჯობესების ნაცვლად, საარჩევნო კოდექსს აუარესებენ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.