რომან გოცირიძე - მურთაზ ზოდელავა სერიოზული კანდიდატია, მას აქვს რესურსი, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაამარცხოს
რომან გოცირიძე - მურთაზ ზოდელავა სერიოზული კანდიდატია, მას აქვს რესურსი, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაამარცხოს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა სერიოზული კანდიდატია და აქვს რესურსი, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაამარცხოს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კანდიდატების შერჩევა ბევრი ნიშნით ხდება, მათ შორის პროფესიონალიზმითა და ამა თუ იმ რეგიონში მისი ავტორიტეტის მიხედვით.

„ყველა წარდგენის წინ სერიოზულ გამოკვლევას ვაკეთებთ. კრიტერიუმების გათვალისწინებით ჩავთვალეთ, რომ მურთაზ ზოდელავა არის სერიოზული კანდიდატი და მას აქვს რესურსი, დაამარცხოს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ჩვენი კონკურენტია „ქართული ოცნება“. მეორე ტურში კი ოპოზიცია, ყველანი ერთმანეთს დავეხმარებით“, – განაცხადა გოცირიძემ.