რომან გოცირიძე - აბსოლუტურად არაადეკვატურია ღატაკი ქვეყნისთვის გიგანტური რესურსის ჩაყრა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის მანქანებმა იარო​ნ
რომან გოცირიძე - აბსოლუტურად არაადეკვატურია ღატაკი ქვეყნისთვის გიგანტური რესურსის ჩაყრა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის მანქანებმა იარო​ნ

აბსოლუტურად არაადეკვატურია ღატაკი ქვეყნისთვის გიგანტური რესურსის ჩაყრა, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის მანქანებმა იარონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, გუდაურთან გზა არის 23 კმ. სიგრძის, აქედან მისი არის გვირაბები და ეს 515 მილიონი დოლარი ჯდება, ეს ზუსტად იმდენი თანხაა, რაც ანაკლიის პროექტის პირველ სტადიას სჭირდება.

„ეს პროექტი არის ძალიან ხარჯიანი და სამხედრო თვალსაზრისით, ძალიან რისკიანი. ვიდრე რუსეთი მტრული სახელმწიფოა, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს და ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე რუსეთი დემოკრატიული სახელმწიფო არ გახდება, ყველა რისკს დათვლა უნდა, როგორც ფინანსურს, ასევე სამხედროსა და პოლიტიკურს. ძალიან გულუბრყვილოა თქმა, რომ სამხედრო შეტევისთვის რუსეთს გზა არ სჭირდება და ჰაერიდან პარაშუტებით ჩამოფრინდებიან. აგვისტოს ომის დროს რა როლი ითამაშა იმ გზამ, საიდანაც ტანკები შემოვიდნენ, ძალიან კარგად ვნახეთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ „სახელმწიფოს პოლიტიკაა, მთელი ვექტორი წავიდეს რუსეთისკენ, ამას მოწმობს ქვეშეთი-კობის საგზაო მონაკვეთის დაფინანსება, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის. ქვეშეთი-კობის გზით რუსეთს ვაძლევთ ტანკებით კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობას“.