რომან გოცირიძე - 20 ივნისის გახსენება „ქართული ოცნებისთვის“ მძიმედ გადასატანია და სულელურ კომენტარებს ამიტომ აკეთებენ
რომან გოცირიძე - 20 ივნისის გახსენება „ქართული ოცნებისთვის“ მძიმედ გადასატანია და სულელურ კომენტარებს ამიტომ აკეთებენ

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, 20 ივნისი არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალადობის, ანტისახელმწიფოებრიობისა და უსამართლობის დემონსტრირება.

ჟურნალისტებთან საუბარში რომან გოცირიძე უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე 200 „ნაციონალი“ იდგება და საზოგადოებას შეეძლება, ყველა სათითაოდ დათვალოს.

„განცხადება იმის თაობაზე, რომ 20 ივნისს თავებს დაითვლიან, ეს შეიძლება თქვას უთავო ადამიანმა. 20 ივნისი არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალადობის, ანტისახელმწიფოებრიობისა და უსამართლობის დემონსტრირება. მათთვის ეს არის კოშმარი. ამიტომ, 20 ივნისის გახსენება ან რაიმე ფორმით 20 ივნისის აქციის კომენტირება, „ქართული ოცნებისთვის“ მძიმედ გადასატანია და ასეთ სულელურ კომენტარებს ამიტომ აკეთებენ“, – განაცხადა გოცირიძემ.

დატოვე კომენტარი