რომან გოცირიძე - 20 ივნისი არის საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი ბუნების მხილების დღე
რომან გოცირიძე - 20 ივნისი არის საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი ბუნების მხილების დღე

20 ივნისი არის საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი ბუნების მხილების დღე, ქვეყნის სადარაჯოზე დგომის სიმბოლო, რომელიც დაიცავს ანტისახალხო ხელისუფლების სწრაფვას თუნდაც რუსეთისაკენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, 20 ივნისს ხალხმა დაიცვა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული რუსეთის წარმომადგენლის სიმბოლური შემოღწევა საქართველოს პარლამენტში.

„20 ივნისი ჩატარდება და ეს იქნება ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი გამაფრთხილებელი ნაბიჯი. ნურავინ გაბედავს ქვეყნის მოწყვეტას ევროატლანტიკური სივრციდან და ნურავინ დააბრუნებს საქართველოს რუსეთის ორბიტაზე. ყველა შეფასებით, როგორც საერთაშორისო, ადგილობრივი, ასევე საქართველოს დამცველის მოხსენების მიხედვით, 20 ივნისის აქციის დარბევა იყო ძალის გადამეტება. ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა და დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ. დადგება დრო და ყველა აგებს პასუხს საკუთარი ჩადენილი დანაშაულის გამო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.