რომან გიორგაძე - დიდი ბედნიერება და პასუხისმგებლობაა, რომ ევროვიზიაზე ჩემი სიმღერა წარდგება
რომან გიორგაძე - დიდი ბედნიერება და პასუხისმგებლობაა, რომ ევროვიზიაზე ჩემი სიმღერა წარდგება

დიდი ბედნიერება და პასუხისმგებლობაა, რომ ევროვიზიაზე ჩემი სიმღერა წარდგება, – განაცხადა „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული სიმღერის, „სულ წინა იარეს“ ავტორმა რომან გიორგაძემ.

„დიდი მადლობა ყველას. ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია. პირველ რიგში, მივულოცავ ყველა კონკურსანტს და ავტორს ამ დიდ დღესასწაულში მონაწილეობას. ამ კონკურსში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი მოტივაცია იყო. სიმღერაში მთელი გული და სული ჩავდეთ და მოვიტანეთ მაყურებლამდე. კარგად მიიღო ხალხმა და ვფიქრობ, შრომა დაგვიფასდა“, – განაცხადა რომან გიორგაძემ.

პირველი არხის მუსიკალური შოუს, „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. მეგაშოუს გამარჯვებული საქართველოს სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ისრაელში რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარდგება.