რომან ბოკერია - ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია და „ჯორჯიან ეარვეისი“ ისე იმოქმედებს, როგორც საგანგებო რეჟიმის მოთხოვნა ითვალისწინებს
რომან ბოკერია - ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია და „ჯორჯიან ეარვეისი“ ისე იმოქმედებს, როგორც საგანგებო რეჟიმის მოთხოვნა ითვალისწინებს

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი, რომან ბოკერია საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობის მიერ განსაზღვრულ რეისებს მთლიანად კომპანია დააფინანსებს.

რომან ბოკერია აცხადებს, რომ მთავრობასთან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია და კომპანია ისე იმოქმედებს, როგორც საგანგებო რეჟიმის მოთხოვნა ითვალისწინებს.

„ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას. ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. გარწმუნებთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისის“ ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი როგორც ყოველთვის დარჩება საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდში, იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია უმძიმეს პირობებში იმყოფება, ჩვენ მზად ვართ, საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.