„რომა“ მხითარიანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
რომაული გრანდის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ სომეხ ლეგიონერთან, ჰენრიხ მხითარიანთან კონტრაქტი გაახანგრძლივონ, – იუწყება სპორტის ცნობილი მიმომხილველი ნიკოლო სკირა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, 31 წლის მხითარიანთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმდება და ფეხბურთელის აგენტმა, მინო რაიოლამ რომაული კლუბის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება უკვე გამართა.
სომხეთის ნაკრების ფეხბურთელის არსებული კონტრაქტი „რომასთან“ მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.
#ASRoma will use the option to extend Henrikh #Mkhitaryan’s contract (expires in 2021) for another year, even if it’s possible a new agreement until 2023. In December they will talk with Mino #Raiola to finalize the deal. #transfers
— Nicolò Schira (@NicoSchira) November 27, 2020