„რომა" 10-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია
„რომა" 10-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია

​”რომა” მეორე იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გააღწია. რომაელებს პირველი მატჩი სტუმრად “შახტართან” 1:2 ჰქონდათ წაგებული.

განმეორებითი მატჩის პირველ ტაიმში, დონეცკელები კარგად აკონტროლებდნენ ბურთს და მაღალი სათამაშო დისციპლინის წყალობით, შეტევაში არანაირ შანსს არ უტოვებდნენ მეტოქეს. მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში, გუნდებს ერთადერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდათ შესრულებული.

თამაშის სურათი დიდად არც მეორე ტაიმში შეცვლილა, მაგრამ ერთ მომენტში, “შახტარი” ხელოვნური თამაშგარეს შექმნისას შეცდა და ედინ ჯეკომ მეკარესთან ერთი ერთზე გასვლა გამოიყენა – 1:0.

ამ ანგარიშით “რომა” მეოთხედფინალში გადიოდა და იტალიურმა გუნდმა შეძლო ამ უპირატესობის შენარჩუნება, რასაც იმანაც შეუწყო ხელი, რომ “შახტარს” ორდეცი გაუძევეს და უკრაინულმა გუნდმა 10 კაცით დაასრულა შეხვედრა. საბოლოოდ, მატჩი ისე დასრულდა, რომ “შახტარს” ერთი ზუსტი დარტყმა არ შეუსრულებია.

ორი მატჩის ჯამში თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა – 2:2, მაგრამ “რომა” სტუმრად გატანილი გოლით გავიდა მეოთხედფინალში – პირველად 2008 წლის შემდეგ.

“შახტარის” განაცხადში იყო ქართველი დავით ხოჭოლოვა, თუმცა ის თამაშში არ ჩართულა.

მაშ ასე, ცნობილია ჩემპიონთა ლიგის რვიდან ექვსი მეოთხედფინალისტი: “რეალი”, “იუვენტუსი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “რომა”, “სევილია”.