როლანდ პრაისი - რიკოთის მაგისტრალი არის ხიდი, რომელიც აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩინეთს ევროპასთან, მას ექნება სერიოზული ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე
როლანდ პრაისი - რიკოთის მაგისტრალი არის ხიდი, რომელიც აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩინეთს ევროპასთან, მას ექნება სერიოზული ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე

რეგიონული და საერთაშორისო თვალსაზრისით აღნიშნული მაგისტრალი არის ხიდი, რომელიც აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩინეთს ევროპასთან, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა რიკოთის მაგისტრალური გზის 27-კმ-იანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, მაგისტრალს ექნება სერიოზული ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე.

ამასთან, როგორც სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, აგრძელებენ პარტნიორობას საქართველოს მთავრობასთან ტრანსფორმაციული პროექტების რეალიზებისთვის.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, აქ ვიმყოფებოდე, ამ ისტორიულ მიღწევას ვზეიმობდეთ. ბრწყინვალე ამინდიცაა და ჩვენთან ერთად ბუნებაც ზეიმობს. საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება გახლავთ ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის. ორი მნიშვნელოვანი ატრიბუტი ამ განვითარების გახლავთ შემცირება დისტანციის, მგზავრობის დროს და გაუმჯობესება უსაფრთხოების სტანდარტებისა, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი განვითარება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოსახლეობამ იმოგზაუროს ქვეყნის მასშტაბით. ამას ექნება პოზიტიური გავლენა ბიზნესებზე, ტრანსპორტირებაზე და წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარების საქმეში, რაც გახლავთ ძალიან სერიოზული წვლილის შემტანი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში.

რეგიონული და საერთაშორისო თვალსაზრისით აღნიშნული მაგისტრალი გახლავთ ხიდი, რომელიც აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩინეთს ევროპასთან. მას ექნება ძალიან სერიოზული ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენი ღონისძიება ტარდება თბილისის ძალიან წარმატებული „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პარალელურად, სადაც გეოპოლიტიკური დინამიზმი იყო აღიარებული და ხაზგასმული. მსოფლიო ბანკი განსაკუთრებით ამაყობს, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც 2.3 მილიარდი დოლარით, ამერიკის საფლაგმანო პროექტი დაეხმარა ამ პროექტს, მაგრამ ჩვენ აქ არ ვიქნებოდით ძლიერი პარტნიორობის გარეშე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და, განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის გარეშე. F0 და F1 სექციის დასრულებას ველოდებით მსოფლიო ბანკი. იმედი მაქვს, ამას ასევე აღვნიშნავთ. ვაგრძელებთ პარტნიორობას მთავრობასთან, რათა მოახდინონ რეალიზაცია ტრანსფორმაციული პროექტების, რომლებიც წვლილს შეიტანს საქართველოს ხალხის ამბიციურ ხედვაში, ხალხის წინსვლისა და აყვავებისთვის“, – განაცხადა როლანდ პრაისმა.