როლან გაროსზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე სერბი ლაიოვიჩი იქნება #1TVSPORT
„დიდი სლემის“ მეორე ტურნირზე როლან გაროსზე ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა.
მამაკაცთა ტურნირზე ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე სერბი დუშან ლაიოვიჩი იქნება, რომელიც, ამჟამად, მსოფლიოს 39-ე ჩოგანია.
ამ ჩოგბურთელებს ურთიერთშეხვედრათა მდიდარი ისტორია აქვთ. ისინი ხუთჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ქართველი წინ არის – 4:1.
2019 ტორონტო, ჰარდი. ბასილაშვილი-ლაიოვიჩი 3:6, 6:4, 6:4
2018, უმაგი, გრუნტი. ლაიოვიჩი-ბასილაშვილი 7:5, 6:2
2018, ანტალია, ბალახი. ბასილაშვილი-ლაიოვიჩი 6:4, 2:6, 7:5
2016, პეკინი, ჰარდი. ბასილაშვილი-ლაიოვიჩი 6:7(4), 7:5, 6:4
2016, კიტცბუელი, გრუნტი. ბასილაშვილი-ლაიოვიჩი 6:3, 6:1
ნიკოლოზ ბასილაშვილს „დიდი სლემის“ ტურნირებიდან როლან გაროსზე აქვს ყველაზე ცუდი ბალანსი – ორი მოგება და ექვსი წაგება. მან ექვსჯერ ითამაშა პარიზში, ხუთჯერ პირველ წრეში დამარცხდა და 2017 წელს გააღწია მესამე წრეში.