დღეს პარიზში საფრანგეთის ღია პირველობამ აიღო სტარტი. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კი როლან გაროსის პირველ წრეში სერბ დუშან ლაიოვიჩს ხვალ დაუპირისპირდება.
ნიკა ტურნირზე 28-ე ნომრად არის განთესილი, ხოლო სერბი რეიტინგის 39-ე ადგილს იკავებს. მეტოქეები ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ (ოთხჯერ ATP-ის ტურნირებზე) და ანგარიში ბასილაშვილის სასარგებლოდაა – 4:1. საქართველოს პირველმა ნომერმა ლაიოვიჩს 2016 წელს პეკინის ღია პირველობის საკვაკლიფიკაციო ბადეში მოუგო, იმავე წელს კი ცბიუელის ტურნირის ნახევარფინალში დაამარცხა. 2018 წელს ჩოგბურთელები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ანტალიაში ბასილაშვილმა მოიგო, ხორვატიაში კი – ლაიოვიჩმა. 2019 წელს ნიკამ მეტოქეს კანადის მასტერსზე სძლია.
სერბის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი საკვალიფიკაციო წრიდან გასულ ჩოგბურთელებში გამარჯვებულს ეთამაშება. ნიკოლოზ ბასილაშვილს „დიდი სლემის“ ტურნირებიდან როლან გაროსზე აქვს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი – ორი მოგება და ექვსი წაგება. მან ექვსჯერ ითამაშა პარიზში, ხუთჯერ პირველ წრეში დამარცხდა და მხოლოდ 2017 წელს შეძლო მესამე წრეში გასვლა.