„როლან გაროსის“ დასრულების შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) ახალ რეიტინგს გამოაქვეყნებს. ერთი საფეხურით დაბლა ჩამოვა და მე-17 ჩოგანი გახდება ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი. შეგახსენებთ, რომ მან „როლან გაროსზე“ პირველივე წრეში წააგო არგენტინელ ხოსე-იგნასიო ლონდეროსთან.
ბასილაშვილის მონაგარი რეიტინგში 1970 ქულაა. ქართველს გაუსწრო ფრანგმა გაელ მონფისმა, რომელმაც პარიზში მერვედფინალში გასვლა შეძლო, რეიტინგში 90 ქულა დაიმატა და მე-16 ადგილზე გადაინაცვლა.