როლან გაროსის მერვედფინალში სუპერმატჩი იქნება: სერენა უილიამსი - შარაპოვა
როლან გაროსის მერვედფინალში სუპერმატჩი იქნება: სერენა უილიამსი - შარაპოვა

როლან გაროსის მეშვიდე სათამაშო დღის შემდეგ, ყველა მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა.
ქალთა ტურნირის მერვედფინალში ერთი სუპერწყვილი ჩამოყალიბდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსმა მარია შარაპოვამ და ამერიკელმა სერენა უილიამსმა  თავიანთი მატჩები მოიგეს.

შარაპოვას სერიოზული მეტოქე ჰყავდა მეექვსე ნომრის კაროლინა პლიშკოვას სახით. ამ მატჩში ყველა დიდ ბრძოლას ელოდა, მაგრამ შარაპოვამ ძალიან სწრაფად (59 წუთში) გაანადგურა ჩეხი – 6:2, 6:1.

სერენა უილიამსმა ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის მაიკ ტაისონის თანდასწრებით გერმანელ იულია გორგესს მოუგო – 6:3, 6:4. თუ წინა მატჩებში სერენას დაახლოებით 2 საათი სჭირდებოდა მოგებისთვის, ამჯერად, მხოლოდ საათით და 15 წუთით შემოიფარგლა.
ახლა, ყველა ელოდება ძველი მეტოქეების – შარაპოვასა და უილიამსის შეხვედრას, რომელიც 22-ე იქნება პროფესიულ ტურში. წინა 21 მატჩიდან 19 სერენამ მოიგო. შარაპოვას 13.5 წელია არ დაუმარცხებია უმცროსი უილიამსი.

1/16 ფინალის შედეგები:
ჰალეპი (რუმ, 1)-პეტკოვიჩი (გერ) 7:5, 6:0
ვოზნიაცკი (დან, 2)-პარმენტიე (საფ) 6:0, 6:3
მუგურუსა (ესპ, 3)-სტოსური (ავსტრა) 6:0, 6:2
ბუზარნესკუ (რუმ, 31)-სვიტოლინა (უკრ, 4) 6:3, 7:5
გარსია (საფ, 7)-ბეგუ (რუმ) 6:1, 6:3
კონტავეიტი (ესტ, 20)-კვიტოვა (ჩეხ, 8) 7:6(6), 7:6(4)
სტივენსი (აშშ, 10)-ჯორჯი (იტა) 4:6, 6:1, 8:6
ს. უილიამსი (აშშ)-გორგესი (გერ, 11) 6:3, 6:4
კერბერი (გერ, 12)-ბერტენსი (ჰოლ, 18) 7:6(4), 7:6(4)
კისი (აშშ, 13)-ოსაკა (იაპ, 21) 6:1, 7:6(7)
კასატკინა (რუს, 14)-საკარი (საბ) 6:1, 1:6, 6:3
მერტენსი (ბელ, 16)-გავრილოვა (ავსტრა, 24) 6:3, 6:1
ცურენკო (უკრ)-რიბარიკოვა (სლოვაკ, 19) 6:2, 6:4
სტრიკოვა (ჩეხ, 26)-სინიაკოვა (ჩეხ) 6:2, 6:3
შარაპოვა (რუს, 28)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 6) 6:2, 6:1
პუტინცევა (ყაზ)-კ. ვანგი (ჩინ) 1:6, 7:5, 6:4
1/8 ფინალში ხვდებიან:
ჰალეპი (რუმ, 1)-მერტენსი (ბელ, 16)
კერბერი (გერ, 12)-გარსია (საფ, 7)
მუგურუსა (ესპ, 3)-ცურენკო (უკრ)
ს. უილიამსი (აშშ)-შარაპოვა (რუს, 28)
სტრიკოვა (ჩეხ, 26)-პუტინცევა (ყაზ)
კისი (აშშ, 13)-ბუზარნესკუ (რუმ, 31)
კონტავეიტი (ესტ, 20)-სტივენსი (აშშ, 10)
კასატკინა (რუს, 14)-ვოზნიაცკი (დან, 2)