როლან გაროსი ჩემპიონის გამოვარდნით დაიწყო
როლან გაროსი ჩემპიონის გამოვარდნით დაიწყო

როლან გაროსი დიდი სენსაციით დაიწყო – პირველად ბოლო 13 წლის განმავლობაში, პირველივე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას მოქმედი ჩემპიონი. ლატვიელმა ელენა ოსტაპენკომ, რომელიც მეხუთე ნომრად იყო განთესილი, 5:7, 3:6 წააგო მსოფლიოს 67-ე ჩოგანთან, უკრაინელ კატერინა კოზლოვასთან.

საათსა და 35 წუთში ოსტაპენკომ 48 უნებლიე შეცდომა დაუშვა. აქედან 13 ორმაგი შეცდომა იყო. კოზლოვამ მეტოქის მეორე მოწოდებაზე ქულების ორი მესამედი აიღო. აღსანიშნავია, რომ ეს იყო უკრაინელის პირველი მოგებაა კარიერაში TOP30-ის ჩოგბურთელთან.

ბოლოს 2005 წელს წააგო საფრანგეთის ღიას მოქმედმა ჩემპიონმა პირველი რაუნდი – ეს იყო რუსი ანასტასია მისკინა, რომელიც მარია სანჩეს ლორენსოსთან დამარცხდა.

კიდევ ერთი სენსაციის ავტორი გახდა ჩინელი კიან ვანგი, რომელმაც მეცხრე ნომრად განთესილი ვინუს უილიამსი ასევე ორ სეტში დაამარცხა – 6:4, 7:5. სხვათა შორის, ეს ჩოგბურთელები შარშანაც პირველ წრეში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ამერიკელმა მოიგო.

ვანგი ძალიან აკურატულად თამაშობდა და მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა დაუშვა. უილიამსის ანგარიშზე 35 შეცდომა იყო.

ჩინელისთვის ეს მეორე მოგებაა TOP10-ის მოთამაშეების წინააღმდეგ: 2013 წელს მან კუალა ლუმპურში დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი დაამარცხა.

ქალები

I წრე
ოსტაპენკო (ლატ, 5)-კოზლოვა (უკრ) 5:7, 3:6​
მაკაროვა (რუს)-ს. ჟენგი (ჩინ) 6:4, 6:1
სტრიკოვა (ჩეხ, 26)-ნარა (იაპ) 1:6, 6:3, 6:4
პუტინცევა (უკრ)-კონტა (ბრიტ, 22) 6:4, 6:3
ბრეიდი (აშშ)-ჰესე (საფ) 6:1, 6:1
მარტიჩი (ხორ)-ი. ვანგი (ჩინ) 6:2, 6:3
კ. ვანგი (ჩინ)-ვ. უილიამსი (აშშ, 9) 6:4, 7:5
დიასი (ყაზ)-ლინეტი (პოლ) 6:3, 6:1
კუზმოვა (სლოვაკ)-სკიავონე (იტა) 7:6(2), 7:6(2)
სვიტოლინა (უკრ, 4)-ტომლიანოვიჩი (ავსტრა) 7:5, 6:3
კონტავეიტი (ესტ, 20)-ბრენგლი (აშშ) 6:1, 4:6, 6:2
ფრეჩი (პოლ)-ალექსანდროვა (რუს) 6:3, 3:6, 6:3
სტივენსი (აშშ, 10)-რუსი (ჰოლ) 6:2, 6:0
კორნე (საფ, 32)-ერანი (იტა) 2:6, 6:2, 6:3