როლან გაროსი 2024 | მამაკაცთა შორის ფინალში კარლოს ალკარასი ალექსანდრ ზვერევს შეხვდება #1TVSPORT
როლან გაროსი 2024 | მამაკაცთა შორის ფინალში კარლოს ალკარასი ალექსანდრ ზვერევს შეხვდება #1TVSPORT

ჩოგბურთში წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე მამაკაცთა შორის ფინალური წყვილი გამოვლინდა.

ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში მსოფლიოს მეორე ნომერი, ესპანელი კარლოს ალკარასი გერმანიის სახელით გამომსვლელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელიც კლასიფიკაციაში მეოთხეა.

ნახევარფინალში ალკარასმა დრამატულ ბრძოლაში მომავალი კვირიდან მსოფლიოს პირველი ნომერი, იტალიელი იანიკ სინერი ხუთ სეტში, 2:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა და კარიერაში მესამე დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად იბრძოლებს.

რაც შეეხება ზვერევს, მან ნორვეგიელ კასპერ რუუდის ოთხ სეტში, 2:6, 6:2, 6:4, 6:2 სძლია და შანსი აქვს, პირველად მოიპოვოს ჩოგბურთში ყველაზე პრესტიჟული კატეგორიის ტურნირის ჩემპიონის სტატუსი.

როლან გაროსზე მამაკაცთა შორის ფინალური მატჩი 9 ივნისსაა დაგეგმილი.