კაცების ტურნირისგან განსხვავებით, ქალებს შორის ძალიან ბევრი სენსაცია ხდება. მეთექვსმეტედფინალში ბრძოლას გამოეთიშნენ რეიტინგის პირველი და მეორე ჩოგნები – ნაომი ოსაკა და კაროლინა პლიშკოვა, აგრეთვე, სერენა უილიამსი. ასე რომ, 10 განთესილიდან მერვედფინალში მხოლოდ სამი ჩოგბურთელი მოხვდა, ხოლო 16 მერვედფინალისტიდან მხოლოდ სამ აქვს მოგებული „დიდი სლემის“ ტურნირი.
სამაგიეროდ, მერვედფინალში ვხედავთ ნაკლებად ცნობილ ჩოგბურთელებს – მოლდოვური წარმოშობის ესპანელ ალიონა ბოლშოვას (140-ე ჩოგანი), რომელიც „დიდი სლემის“ დებიუტანტია, 18 წლის პოლონელს იგა შვიატეკს (103-ე ჩოგანი), 17 წლის ამერიკელ ამანდა ანისიმოვას, მის 20 წლის თანამემამულე სოფია კენინს.
ქალები. მეთექვსმეტედფინალი
სინიაკოვა (ჩეხ)-ოსაკა (იაპ, 1) 6:4, 6:2
მარტიჩი (ხორ, 31)-კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 2) 6:3, 6:3
ჰალეპი (რუმ, 3)-ცურენკო (უკრ, 27) 6:2, 6:1
სტივენსი (აშშ, 7)-ჰერცოგი (სლოვენ) 6:3, 5:7, 6:4
ბარტი (ავსტრა, 8)-პეტკოვიჩი (გერ) 6:3, 6:1
სევასტოვა (ლატ, 12)-მერტენსი (ბელ, 20) 6:7(3), 6:4, 11:9
მუგურუსა (ესპ, 19)-სვიტოლინა (უკრ, 9) 6:3, 6:3
კენინი (აშშ)-ს. უილიამსი (აშშ, 10) 6:2, 7:5
კისი (აშშ, 14)-ბლინკოვა (რუს) 6:3, 6:7(5), 6:4
ვეკიჩი (ხორ, 23)-ბენჩიჩი (შვეიც, 15) 6:4, 6:1
კონტა (ბრიტ, 26)-კუზმოვა (სლოვაკ) 6:2, 6:1
ვონდროუშოვა (ჩეხ)-სუარეს ნავარო (ესპ, 28) 6:4, 6:4
შვიატეკი (პოლ)-პუიგი (პ-რიკ) 0:6, 6:3, 6:3
ანისიმოვა (აშშ)-ბეგუ (რუმ) 7:6(6), 6:4
ბოლშოვა (ესპ)-ალექსანდროვა (რუს) 6:2, 7:5
კანეპი (ესტ)-კუდერმეტოვა (რუს) 4:6, 6:3, 6:0