„როლან გაროსი“ 2019 - კაცები მერვედფინალამდე უსენსაციოდ მივიდნენ
„როლან გაროსი“ 2019 - კაცები მერვედფინალამდე უსენსაციოდ მივიდნენ

„როლან გაროსზე“ დასრულდა მეთექვსმეტედფინალური ეტაპი. მამაკაცთა ტურნირზე კვლავ არ ხდება სერიოზული სენსაციები. სამმა მთავარმა ფავორიტმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რაფაელ ნადალმა და როჯერ ფედერერმა პირველი სამი წრე ისე გაიარეს, რომ ჯამში ერთი სეტი წააგეს (ნადალმა დავიდ გოფენთან).

წინ მიიწევენ სხვა ფავორიტებიც: დომინიკ ტიმი, ალექსანდრ ზვერევი, სტეფანოს ციციპასი, კეი ნიშიკორი და ხუან-მარტინ დელ პოტრო. რეიტინგის ტოპ-ათეულიდან მერვედფინალში ვერ ვხედავთ მხოლოდ კევინ ანდერსონს, რომელიც პარიზში ტრავმის გამო არ ჩავიდა.

კაცები. მეთექვსმეტედფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კარუზო (იტა) 6:3, 6:3, 6:2
ნადალი (ესპ, 2)-გოფენი (ბელ, 27) 6:1, 6:3, 4:6, 6:3
ფედერერი (შვეიც, 3)-რუუდი (ნორ) 6:3, 6:1, 7:6(8)
ტიმი (ავსტრია, 4)-კუევასი (ურუ) 6:3, 4:6, 6:2, 7:5
ა. ზვერევი (გერ, 5)-ლაიოვიჩი (სერ, 30) 6:4, 6:2, 4:6, 1:6, 6:2
ციციპასი (საბ, 6)-კრაინოვიჩი (სერ) 7:5, 6:3, 6:7(5), 7:6(6)
ნიშიკორი (იაპ, 7)-ჯერე (სერ, 31) 6:4, 6:7(6), 6:3, 4:6, 8:6
დელ პოტრო (არგ, 8)-ტომპსონი (ავსტრა) 6:4, 6:4, 6:0
ფონინი (იტა, 9)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 18) 7:6(5), 6:4, 4:6, 6:1
ხაჩანოვი (რუს, 10)-კლიჟანი (სლოვაკ) 6:1, 6:4, 6:3
შტრუფი (გერ)-ჩორიჩი (ხორ, 13) 4:6, 6:1, 4:6, 7:6(1), 11:9
მონფილსი (საფ, 14)-ჰოანგი (საფ) 6:3, 6:2, 6:3
ვავრინკა (შვეიც. 24)-დიმიტროვი (ბულ) 7:6(5), 7:6(4), 7:6(8)
ლ. მაიერი (არგ)-მაუ (საფ) 3:6, 7:6(3), 6:4, 7:6(3)
პერი (საფ)-კარენო ბუსტა (ესპ) 6:2, 4:6, 7:6(1) უარი
ლონდერო (არგ)-მუტე (საფ) 2:6, 6:3, 6:4, 5:7, 6:4