როს უილსონი - ანტისემიტიზმი არ არის კარგი, თუმცა მიხეილ სააკაშვილის კონკრეტულ განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი
როს უილსონი - ანტისემიტიზმი არ არის კარგი, თუმცა მიხეილ სააკაშვილის კონკრეტულ განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი

ანტისემიტიზმი არ არის კარგი, თუმცა მიხეილ სააკაშვილის კონკრეტულ განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა განაცხადა.

როლ ვილსონმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება შეაფასა, სადაც სააკაშვილი აცხადებდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცა მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ბილბორდები დაამზადოს დაჭყანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ანტისემიტიზმის ენა და განწყობა არ არის კარგი.

„ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ანტისემიტიზმი არ არის კარგი. ანტისემიტიზმის ენა და განწყობა არ არის კარგი, თუმცა კონკრეტულად განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი”, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.