როჯერ უიკერი - საქართველოს და უკრაინა რუსეთის მიერ საერთაშორისო საზღვრების დარღვევის მცდელობის ყველაზე ნათელი მაგალითები არიან
როჯერ უიკერი - საქართველოს და უკრაინა რუსეთის მიერ საერთაშორისო საზღვრების დარღვევის მცდელობის ყველაზე ნათელი მაგალითები არიან

საქართველოს და უკრაინა რუსეთის მიერ საერთაშორისო საზღვრების დარღვევის მცდელობის ყველაზე ნათელი მაგალითები არიან, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერმა სენატში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბოლო წლებში, იძულებულნი გავხდით, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ რუსეთის მიერ ეუთო-ს დოკუმენტის ათივე პრინციპის მკაფიო და მზარდ დარღვევას. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში შეიჭრნენ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა დაარღვიეს. რუსეთის შეჭრამ კი სამწუხაროდ, 10-წლიანი ოკუპაცია გამოიწვია, რამაც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრა ნათლად აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო საზღვრების დარღვევის მიზნით მზად არის გამოიყენოს არმია და დაზვერვის სამსახური. ნათლად ჩანს, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია. რაც სუვერენული სახელმწიფოს თავისუფალი არჩევანის უფლებას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა როჯერ უიკერმა.

მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ კრიმინალური აგრესია რუსეთის შეჩერებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და 2014 წელს უკრაინაშიც შეჭრა.

„რეალურად, საქართველოს და უკრაინა არიან ყველაზე ნათელი მაგალითები რუსეთის მიერ საერთაშორისო საზღვრების დარღვევის მცდელობისა. დღევანდელი მოსმენა საჭიროა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას ამერიკელი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება სწორად აღიქვამენ. ექსპერტები დაგვეხმარებიან და შეაფასებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ყველაფერს აკეთებს. ჩვენ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრობისთვის დახმარებას განვაგრძობთ“, – განაცხადა უიკერმა.

ჰელსინკის კომისიის სხდომაზე აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ მოხსენებით წარდგა.