როჯერ გეილი - მოსკოვში მიმდინარე მოვლენები დაუშვებელი და მიუღებელია
როჯერ გეილი - მოსკოვში მიმდინარე მოვლენები დაუშვებელი და მიუღებელია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარე როჯერ გეილი ასამბლეას მოუწოდებს, მასობრივი დაკავებების გამო, გადახედოს რუსეთის დაბრუნების საკითხს.

„სულ რამდენიმე კვირის წინ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა, რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლება აღედგინათ და უკვე ნათელია, რომ რუსეთი არ აპირებს ვალდებულებების შესრულებას. იმედს ვიტოვებ, რომ მინისტრთა კომიტეტი სექტემბერში ამ საკითხს გადახედავს. მოსკოვში მიმდინარე მოვლენები დაუშვებელი და მიუღებელია“, – განაცხადა გეილიმ.

როჯერ გეილის თქმით, რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციას არღვევს. მისივე თქმით, სწორედ ამის გამო არ დაუჭირა მხარი ბრიტანეთის დელეგაციამ რუსეთის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებას.

26 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ორგანიზაციაში დააბრუნა.

დატოვე კომენტარი