როჯერ გეილი - ამ ოთახში მყოფი ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ჩვენ ფული უფრო გვჭირდება, ვიდრე პრინციპები
როჯერ გეილი - ამ ოთახში მყოფი ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ჩვენ ფული უფრო გვჭირდება, ვიდრე პრინციპები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს ბრიტანელმა მომხსენებელმა, როჯერ გეილმა განაცხადა, რომ ორგანიზაციამ რუსული ფულის გამო პრინციპებს უღალატა.

„ამ ოთახში მყოფი ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ჩვენ ფული უფრო გვჭირდება, ვიდრე პრინციპები.

მე შემიძლია დილით სარკეში ჩახედვა, მაგრამ არ ვიცი, როგორ შეუძლიათ სარკეში ჩახედვა იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთის სასარგებლოდ მისცეს ხმა“, – განაცხდა ბრიტანელმა გამომსვლელმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეზღუდვების გარეშე რუსეთის ორგანიზაციაში დაბრუნების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 116-მა დეპუტატმა, 62 წინააღმდეგი წავიდა, 15-მა კი თავი შეიკავა.