გაირკვა არაოფიციალური საჩოგბურთო ტურნირის – ჰოპმანის თასის გამარჯვებული. ფინალში შვეიცარიის ნაკრებმა გერმანია დაამარცხა – 2:1.
ფინალის პირველ მატჩში როჯერ ფედერერმა 6:7(4), 6:0, 6:2 დაამარცხა ალექსანდრ ზვერევი და პირველი ქულა მოუტანა შვეიცარიას, მაგრამ მეორე მატჩში ანჟელიკ კერბერმა 6:4, 6:1 მოუგო ბელინდა ბენჩიჩს და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.
ყველაფერი უნდა გადაეწყვიტა წყვილების მატჩს, რომელიც ფედერერმა და ბენჩიჩმა ორ სეტში მოიგეს – 4:3(3), 4:2. შვეიცარიამ ფინალში 2:1 გაიმარჯვა და ჰოპმანის თასის მფლობელი გახდა.
ფედერერმა კარიერაში მეორედ მოიგო ეს ტურნირი. პირველად ეს 2001 წელს შეძლო, როცა მეწყვილედ ლეგენდარული მარტინა ჰინგისი ჰყავდა.