როჯერ ფედერერმა დოქტორის ხარისხი მიიღო
როჯერ ფედერერმა დოქტორის ხარისხი მიიღო

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა ბაზელის უნივერსიტეტისგან დოქტორის საპატიო ხარისხი მიიღო. კერძოდ, სამედიცინო ფაკულტეტმა სათანადოდ დააფასა ფედერერის ქველმოქმედება, აგრეთვე, მისი წვლილი ქალაქისა და ქვეყნის პოპულარიზაციაში.
“დოქტორის ხარისხი ისეთივე ბედნიერებას მანიჭებს, როგორც “დიდი სლემის” ტურნირის მოგება”, – განაცხადა ფედერერმა ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
როჯერ ფედერერის საქველმოქმედო ორგანიზაცია 14 წლის განმავლობაში აფრიკაში მცხოვრებ 850 ათას ბავშვს დაეხმარა.