ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მონაწილეობას მიიღებს 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე. ამის შესახებ განაცხადა ტურნირის აღმასრულებელმა დირექტორმა კრეიგ ტილიმ.
„ფედერერმა დაადასტურა, რომ ითამაშებს ავსტრალიაში. სერენა უილიამსიც იქნება იქ და შეეცდება გაიმეოროს მარგარეტ კორტის რეკორდი „დიდი სლემის“ ტურნირებზე გამარჯვებების რაოდენობით“, – განაცხადა ტილიმ.
ფედერერმა მუხლზე პირველი ოპერაცია ამა წლის თებერვალში გადაიტანა, ივნისის დასაწყისში განმეორებითი ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც, წლის ბოლომდე უარი თქვა ტურნირებში მონაწილეობაზე.
როჯერი „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონია.