როჯერ ფედერერი ყველაზე ასაკოვანი პირველი ჩოგანი გახდა 
როჯერ ფედერერი ყველაზე ასაკოვანი პირველი ჩოგანი გახდა 

შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა როტერდამის ტურნირის მეოთხედფინალში ჰოლანდიელი რობინ ჰაასე სამ სეტში დაამარცხა – 4:6, 6:1, 6:1. შეხვედრა საათი და 20 წუთი გრძელდებოდა.

მოგებამ შვეიცარელს საშუალება მისცა, მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩადგომოდა. 36 წლის ფედერერი ყველაზე ასაკოვანი პირველი ჩოგანი გახდა ისტორიაში. როჯერმა ამერიკელი ანდრე აგასის რეკორდი დაამხო. ის პირველი ჩოგანი 33 წლისა და 133 დღის ასაკში გახდა.

ნახევარფინალში ფედერერი იტალიელ ანდრეას სეპის შეხვდება.