როჯერ ფედერერი - უმნიშვნელოვანესი გამარჯვება 2009 წლის როლან გაროსის მოგება იყო
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა როლან გაროსზე თავის ერთადერთი გამარჯვების შესახებ ილაპარაკა. 2009 წელს, საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში მან შვედი რობინ სიოდერლინგი დაამარცხა.
„ხშირად მეკითხებიან – გრძნობს თუ არა დიდი ჩოგბურთელი „დიდი სლემის“ ტურნირებზე მატჩების მოგების აუცილებლობას, გრძნობს თუ არა ის დაძაბულობას. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ დამემართა – 2009 წელს, როლან გაროსზე. მადლობა ღმერთს, შევძელი იმ მატჩში მოგება.
ვიცოდი, რომ შანსი გამიჩნდა, როცა რაფაელ ნადალმა ნახევარფინალში წააგო. ამასთან, კვლავაც ფოკუსირებული უნდა ვყოფილიყავი ბევრ ასპექტზე – საკუთარ თამაშზე, მეტოქეზე, რაც მოვახერხე კიდეც. თუ შემეკითხებით – რომელ ტურნირზე გამარჯვება იყო უმნიშვნელოვანესი, უყოყმანოდ გიპასუხებთ – 2009 წლის საფრანგეთის ღია პირველობა,“ – განაცხადა როჯერმა Tennis World USA-სთან ინტერვიუში.