როჯერ ფედერერი – უმნიშვნელოვანესი გამარჯვება 2009 წლის როლან გაროსის მოგება იყო

14:52, 13.12.2018

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა როლან გაროსზე თავის ერთადერთი გამარჯვების შესახებ ილაპარაკა. 2009 წელს, საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში მან შვედი რობინ სიოდერლინგი დაამარცხა.

„ხშირად მეკითხებიან – გრძნობს თუ არა დიდი ჩოგბურთელი „დიდი სლემის“ ტურნირებზე მატჩების მოგების აუცილებლობას, გრძნობს თუ არა ის დაძაბულობას. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ დამემართა – 2009 წელს, როლან გაროსზე. მადლობა ღმერთს, შევძელი იმ მატჩში მოგება.

ვიცოდი, რომ შანსი გამიჩნდა, როცა რაფაელ ნადალმა ნახევარფინალში წააგო. ამასთან, კვლავაც ფოკუსირებული უნდა ვყოფილიყავი ბევრ ასპექტზე – საკუთარ თამაშზე, მეტოქეზე, რაც მოვახერხე კიდეც. თუ შემეკითხებით – რომელ ტურნირზე გამარჯვება იყო უმნიშვნელოვანესი, უყოყმანოდ გიპასუხებთ – 2009 წლის საფრანგეთის ღია პირველობა,“ – განაცხადა როჯერმა Tennis World USA-სთან ინტერვიუში.

მსგავსი