როჯერ ფედერერი ტორონტოს მასტერსს გამოტოვებს

12:03, 28.07.2018

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ტორონტოს „მასტერსიდან“, რომელიც 6-12 აგვისტოს გაიმართება, განაცხადი გამოიტანა.

ლეგენდამ თავისი უარი იმით ახსნა, რომ სურს, ძალები დაზოგოს და მაქსიმალურად დასვენებული შეხვდეს „დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირს – აშშ-ის ღია პირველობას.

ფედერერი რეიტინგის TOP20-ის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც კანადურ „მასტერსში„ არ ითამაშებს. სამაგიეროდ, როჯერი  ცინცინატისმასტერსზე” თამაშს გეგმავს, რომელიც შვიდჯერ აქვს მოგებული.


მსგავსი