„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მუხლზე ორი ოპერაცია გადაიტანა, აღდგენით პროცესზე ილაპარაკა.
„მე სწორ გზას ვადგავარ, მაგრამ საკუთარ თავზე ზეწოლას არ ვცდილობ და არ ვჩქარობ. არ დავიწყებ ტურნირებზე გამოსვლას იქამდე, სანამ 100 პროცენტით არ ვიქნები ფორმაში. როგორც ჩანს, შევძლებ იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობისთვის დაბრუნებას.
შემიძლია თუ არა უკვე სრულფასოვანი ვარჯიში? ჯერ არა, დღეს მე არ შემიძლია ორ საათზე მეტხანს ჩოგნით კორტზე ყოფნა. მაგრამ უკვე გარკვეული ხანია აბსოლუტურად ტკივილის გარეშე ვმუშაობ ძალაზე და ამტანობაზე. მეტი ოპერაცია აღარ იქნება“, – განაცხადა ფედერერმა.
ორი დღის წინ, ავსტრალიის ღიას დირექტორმა კრეიგ ტილიმ განაცხადა, რომ შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა დაადასტურა 2021 წელს „დიდი სლემის“ პირველ ტურნირზე თამაში.