როჯერ ფედერერი 2019 წელსაც ითამაშებს
როჯერ ფედერერი 2019 წელსაც ითამაშებს

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც მიანიშნებენ, რომ ის მომავალ წელს კარიერის გაგრძელებას აპირებს.

ამერიკული კომპანია Nike-დან ჩინური კომპანია Uniqlo-ს ეკიპირებაზე გადასვლის კომენტირებისას, შვეიცარიელმა განაცხადა – „დიახ, ჩვენ გვქონდა შეხვედრები ორი წლის წინ. ვაანალიზებდით ტექნიკურ ასპექტებს და ეკიპირების ფერს. მოკლე დროის გამო, ბევრი რამის გაკეთება ვერ მოვასწარით. პირველ რიგში, ფორმა მოხერხებული უნდა იყოს. უკვე დავიწყეთ 2019 წლის დაგეგმვა”, – მოჰყავს ჩოგბურთელის სიტყვები Tennis World USA-ის.

37 წლის შვეიცარიელს მოგებული აქვს „დიდი სლემის” 20 ტიტული, რაც აბსოლუტური რეკორდია მამაკაცებს შორის.