„როიტერსი“ - პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა 14 ადამიანი გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს
„როიტერსი“ - პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა 14 ადამიანი გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს

პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა 14 ადამიანი გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

თავდასხმა ცენტრალური აზიის ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შეიარაღებული მამაკაცები რამდენიმე სამგზავრო ავტობუსს დაესხნენ თავს. მათ სხვადასხვა ავტომობილიდან 14 მგზავრი მძევლად აიყვანეს და თავდასხმის ადგილიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მოკლეს. ავტომაგისტრალზე მყოფი ავტობუსები კარაჩიდან საპორტო ქალაქ გვადარისკენ მიემართებოდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია. ბელუჯისტანის პროვინციაში, სადაც თავდასხმა მოხდა, რამდენიმე სეპარატისტული და ისლამისტური დაჯგუფება მოქმედებს.