„როიტერსი“ - მოგადიშოში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაშავებულია ქალაქის მერი
„როიტერსი“ - მოგადიშოში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაშავებულია ქალაქის მერი

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ძლიერი აფეთქება მოხდა.

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. გავრცელებული ცნობით, დაჭრილია ქალაქის მერი.

აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე სომალიში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სომალის საკითხებში ჯეიმს სვონი იმყოფებოდა. ის სწორედ ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეხვდა მოგადიშოს მერს და ბანადირის პროვინციის გუბერნატორს.

როიტერსის“ ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მერთან ერთად დაშავდა რამდენიმე მაღალჩინოსანიც.