„როიტერის“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი გლობალური ენერგობაზრის რეგულირებაში შეტანილი წვლილისთვის შეაქო
„როიტერის“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპი გლობალური ენერგობაზრის რეგულირებაში შეტანილი წვლილისთვის შეაქო

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გლობალური ენერგობაზრის რეგულირებაში შეტანილი წვლილისთვის შეაქო.

„ჩვენ ენერგობაზრების სტაბილურობისთვის საკმაოდ ეფექტურად ვიმუშავეთ. პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან აქტიური და ეფექტური მონაწილეობა მიიღო, რის შემდეგაც მოვახერხეთ ფასების დასტაბილურება, ჩვენ ეს ერთად შევძელით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იმ სიტუაციებში, სადაც ძალისხმევის გაერთიანება შეგვიძლია, ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვმოქმედებთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ 46-ჯერ დაწესებული სანქციების გამო გააკრიტიკა.