„როიტერის“ ინფორმაციით, „ტვიტერი“ აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდს ჯო ბაიდენს 20 იანვარს გადასცემს
„როიტერის“ ინფორმაციით, „ტვიტერი“ აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდს ჯო ბაიდენს 20 იანვარს გადასცემს

„ტვიტერი“ აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდს ჯო ბაიდენს 20 იანვარს გადასცემს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საუბარია აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდზე და არა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პერსონალურ „ტვიტერის“ გვერდზე.

„ტვიტერი“ აქტიურ რეჟიმში ემზადება თეთრი სახლის გვერდის გადაცემისთვის, რაც 2021 წლის 20 იანვარს მოხდება. როგორც ეს 2017 წლის საპრეზიდენტო უფლებამოსილების გადაცემისას მოხდა, ეს პროცესი ახლაც ეროვნული არქივებისა და მონაცემების უწყებასთან მჭიდრო კონსულტაციების ფონზე მიმდინარეობს“, – განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა „როიტერს“.

როგორც „ტვიტერის“ სათაო ოფისში აცხადებენ, კომპანია ახალ ადმინისტრაციას თეთრი სახლის, პირველი ლედის და ვიცე პრზიდენტის ოფიციალურ გვერდებზე წვდომასაც გადასცემს.

„როიტერი“ წერს, რომ ბაიდენი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ორი კვირის წინ გამოაცხადეს, მოვალეობის შესრულების დაწყებას 20 იანვრიდან გეგმავს, თუმცა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არჩევნებში წაგება ჯერ არ უღიარებია და არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს.

დატოვე კომენტარი