„როიტერის“ ინფორმაციით, რუსულმა ნავთობკომპანია „ლუკოილმა“ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საბადოზე, „დასავლეთ კურნა-2“-ზე ფორსმაჟორი გამოაცხადა
FILE PHOTO: A view shows a board with the logo of Lukoil company during the St. Petersburg International Economic Forum (SPIEF) in Saint Petersburg, Russia June 19, 2025. REUTERS/Anton Vaganov/File Photo
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რუსულმა ნავთობკომპანია „ლუკოილმა“ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საბადოზე ფორსმაჟორი გამოაცხადა.
ჟურნალისტების ინფორმაციით, საუბარია ერაყში მდებარე ნავთობის საბადო „დასავლეთ კურნა-2“-ზე.
სააგენტო წერს, რომ ერაყმა ოქტომბრის ბოლოს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო კომპანიის გადახდები შეწყვიტა.
„როიტერის“ სტატიის თანახმად, გასულ კვირაში „ლუკოილმა“ აცნობა ერაყის ნავთობის სამინისტროს, რომ არსებობს ფორსმაჟორული გარემოება, რაც ხელს უშლის საბადო „დასაველთ კურნა 2“-ზე სამუშაო პროცესს. ფორსმაჟორის მიზეზები მომდევნო ექვს თვეში თუ არ იქნება აღმოფხვრილი, „ლუკოილი“ შეწყვეტს ნავთობის მოპოვებას და პროექტიდან გავა.
„დასაველთ კურნა 2“ ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. რუსულმა ნავთობკომპანია „ლუკოილმა“ მისი განვითარების ლიცენზია 2010 წელს მოიპოვა. ამ პროექტის 75%-იანი წილი „ლუკოილს“ ეკუთვნის, ხოლო 25%-ის მფლობელი ერაყის სახელმწიფო ნავთობკომპანიაა.