„რეიტერის“ (Reuters) ინფორმაციით, ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა

10:33, 05.09.2019

ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა. სააგენტო „რეიტერის“ (Reuters) ცნობით, ინციდენტი იმ რაიონის სიახლოვეს მოხდა, სადაც უცხო ქვეყნების საელჩოები და სახელმწიფო დაწესებულებებია განლაგებული.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე კორპუსებში მინები ჩაიმსხვრა.

ამ ეტაპზე, აფეთქების შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი