„როიტერის“ ინფორმაციით, კვიპროსში სამხედრო საწყობში აფეთქებები მოხდა
„როიტერის“ ინფორმაციით, კვიპროსში სამხედრო საწყობში აფეთქებები მოხდა

კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში, სამხედრო საწყობში აფეთქებები მოხდა. არიან დაჭრილებიც. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, აფეთქებები ამუნიციის საწყობში გაჩენილი ხანძრის გამო მოხდა.

სამხედრო ბაზის გარშემო ტერიტორია პოლიციას და მეხანძრეებს აქვთ გადაკეტილი.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.