„როიტერის“ ინფორმაციით, ჯონ ბოლტონი ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე სასაუბროდ შეხვდება

15:55, 29.08.2019

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ბელარუსში ჩავა.

„როიტერის“ ინფორმაციით ჯონ ბოლტონი ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე ესაუბრება.

ჯონ ბოლტონი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ბელარუსში ყოფილა. მოლდოვაში ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ რუსეთში ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ბელარუსის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საფრთხეშია.

მსგავსი