„როიტერის“ ინფორმაციით, იტალიის სანაპიროსთან გაჩერებული ხომალდიდან მიგრანტები ქვეყანაში შესვლას ცურვით შეეცადნენ
„როიტერის“ ინფორმაციით, იტალიის სანაპიროსთან გაჩერებული ხომალდიდან მიგრანტები ქვეყანაში შესვლას ცურვით შეეცადნენ

იტალიის სანაპიროსთან გაჩერებული ხომალდიდან 10 მიგრანტი წყალში გადახტა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ხომალდი „ოუფენ არმს“ კუნძულ ლამპედუზასთან უკვე 20 დღეა დგას. ესპანური ჰუმანიტარული ორგანიზაციის კუთვნილ გემზე 100-ზე მეტი მიგრანტი იმყოფება. ისინი იტალიაში ჩასვლას აპირებდნენ, თუმცა ხომალდს პორტში შესვლის უფლება იტალიის მთავრობამ არ მისცა.

გემიდან გადამხტარი მიგრანტები შეეცადნენ იტალიის სანაპირომდე ცურვით მისულიყვნენ. მათ დასახმარებლად იტალიელი მაშველები და სანაპირო დაცვის სამსახური გააგზავნეს.

მანამდე გემ „ოუფენ არმსიდან“ არასრულწლოვნები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მიგრანტები გაიყვანეს.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ იტალია მეტ მიგრანტს არ მიიღებს და ევროკავშირმა რომის მიმართ მეტი სოლიდარობა უნდა გამოიჩინოს.

სალვინის პოლიტიკურმა ოპონენტმა დანილო ტონინელიმ, რომელიც იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურს აკონტროლებს, მიგრანტებს ესპანეთში გადაყვანა შესთავაზა, სადაც მათ თავშესაფარს დაპირდნენ.

მიგრანტების მიღების მზადყოფნა გამოთქვა ასევე საფრანგეთმა, გერმანიამ, რუმინეთმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა და ლუქსემბურგმა.