„როიტერის“ ინფორმაციით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი დაიბარა
„როიტერის“ ინფორმაციით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი დაიბარა

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი დაიბარა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თურქი დიპლომატის დაბარების მიზეზი სირიის ჩრდილო აღმოსავლეთით თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციაა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყება იტალიისთვის მიუღებელია. ლუიჯი დი მაიომ ანკარას მოუწოდა, დაუყონებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია.

ასევე, „როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთის ელჩი დაიბარეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციას ატარებს.   თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ოპერაციის მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.